ბათუმი ფიდეს მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს მასპინძლობს!

21 – 29 ნოემბერს ბათუმი ფიდეს მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს (U8, U10, U12) მასპინძლობს!
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი მსგავსი ფორმატით პირველად იმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 48 უძლიერესი ახალგაზრდა მოჭადრაკე ექვს კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. თითოეულ კატეგორიაში 8 საუკეთესო ფინალისტი იასპარეზებს, ტურნირი კი წრიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდება.
საქართველოს სახელით ჩემპიონატში ექვსი მოჭადრაკე ასპარეზობს:
8 წლამდე
მარიამ მიქაძე (1496)
ანდრია სარია (1430)
10 წლამდე
ლილე სვანაძე (1753)
დანიელ სხვიტარიძე (1499)
12 წლამდე
მარიამ რეხვიაშვილი (1722)
ალექსანდრე ღონღაძე (2084)
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდა მოჭადრაკეებს!