საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

Main Menu

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • ფედერაცია
    • რეგიონები
    • მსაჯები
  • ტურნირები
    • კალენდარი
    • საერთაშორისო ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
      • სიახლეები
      • ტურნირები 2021წ.
      • ტურნირები 2022წ.
      • ტურნირები 2023წ.
  • რეიტინგები
    • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
    • საქართველოს საუკეთესო ასეულები
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
  • ლიცენზირებული
    • მწვრთნელების რეგისტრაცია
    • მწვრთნელების კატეგორიები
    • მწვრთნელის გვერდი
    • შეფასების კრიტერიუმები
    • საატესტაციო გამოცდები
  • აკრედიტირებული
    • სასწავლებლები
    • აკრედიტაციის წესი
  • ისტორია
    • ანდრია დადიანი
    • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
    • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
    • მნიშვნელოვანი თარიღები

logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • ფედერაცია
    • რეგიონები
    • მსაჯები
  • ტურნირები
    • კალენდარი
    • საერთაშორისო ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
      • სიახლეები
      • ტურნირები 2021წ.
      • ტურნირები 2022წ.
      • ტურნირები 2023წ.
  • რეიტინგები
    • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
    • საქართველოს საუკეთესო ასეულები
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
  • ლიცენზირებული
    • მწვრთნელების რეგისტრაცია
    • მწვრთნელების კატეგორიები
    • მწვრთნელის გვერდი
    • შეფასების კრიტერიუმები
    • საატესტაციო გამოცდები
  • აკრედიტირებული
    • სასწავლებლები
    • აკრედიტაციის წესი
  • ისტორია
    • ანდრია დადიანი
    • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
    • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
    • მნიშვნელოვანი თარიღები
  • ნანა ძაგნიძემ წარმატებით იასპარეზა

  • საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

  • საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ბანერიგანათლებამთავარი
Home›ბანერი›მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი

მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი

By Akaki Iashvili
January 20, 2026
21
0
Share:
13 – 15 დეკემბერს ბათუმში გაიმართა მწვრთნელთა რიგით მეორე ეროვნული ფორუმი.
ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა. თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთიანი სასწავლო მეთოდიკის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სისტემური, სტანდარტიზებული მიდგომა არის ქართული ჭადრაკის მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.
ფორუმის ფარგლებში, ფედერაციის მიერ დანერგილი ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამის ‘საფეხურები’ განხილვას დაეთმო მნიშვნელოვანი დრო. პროგრამის მთავარმა მენტორმა, ნატალია ეძგვერაძემ, ვრცლად გააანალიზა ‘საფეხურების’ I, II და III ტომები, წარმოაჩინა მეთოდიკის ძირითადი პრინციპები და ხაზი გაუსვა მის პრაქტიკულ მნიშვნელობას ბავშვთა ჭადრაკის სწავლების პროცესში.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, სალომე მელიამ, ისაუბრა რეგიონში პროგრამა ‘საფეხურების’ დანერგვის პროცესზე, არსებულ სირთულეებსა და მიღწეულ შედეგებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ფორუმის დისკუსიურ ნაწილში აქტიურად ჩაერთნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი ხედვები და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის როლი ადგილობრივ დონეზე ბავშვთა ჭადრაკის განვითარებაში.
საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს:
• ალექსი ტერ-კარაპეტიანმა (ბათუმი)
• ზურაბ ანდღულაძემ (ოზურგეთი)
• ნინო ხარაულმა (გორი)
• ადა ქაქუთიამ (ფოთი)
• საბა ალალიძემ (ზესტაფონი)
ფორუმი ემსახურება საქართველოში მოქმედი მწვრთნელებისთვის ერთიანი პროფესიული სივრცის შექმნას, სადაც ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაზიარება ხელს შეუწყობს ქართული ჭადრაკის სისტემურ განვითარებას.
ფორუმის მეორე დღეს დიდი ინტერესი გამოიწვია ფიდეს სენიორ ტრენერისა და მსოფლიო ჭადრაკში წამყვანი მწვრთნელის, სერგეი ტივიაკოვის (ნიდერლანდები) ლექციამ.
მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მსოფლიო ტოპ-მოჭადრაკეებთან მუშაობის პროცესიდან და ყურადღება გაამახვილა იმ საჭადრაკო მეთოდოლოგიებზე, რომლებიც თანამედროვე მწვრთნელისთვის აუცილებელია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფედერაციის მიერ განხორციელებული ‘ნიჭიერთა სკოლის’ მწვრთნელების, პროგრამა ‘საფეხურების’ მენტორების: დიანა დარჩიასა და ხვიჩა ბახტაძის გამოსვლას.
აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგიით მუშაობა მათ 5-6 წლის ბავშვებთან დაიწყეს და უკვე მიაღწიეს შესამჩნევ შედეგებს, მათი აღსაზრდელები საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეულმა 130-მდე წარმომადგენელმა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში მწვრთნელთა პროფესიული განვითარების, თანამშრომლობისა და ბავშვთა ჭადრაკის სისტემური განვითარების მიმართულებით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას განათლების ხარისხის ამაღლებისა და მწვრთნელთა მხარდაჭერისთვის.
0
Shares
  • 0
  • +
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • LATEST REVIEWS

  • TOP REVIEWS

ქრონოლოგია

  • March 17, 2026

    ნანა ძაგნიძემ წარმატებით იასპარეზა

  • March 17, 2026

    საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

  • March 17, 2026

    საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

  • March 15, 2026

    საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგა 8, 10 და 12წ. აღმოსავლეთ ზონა

  • March 14, 2026

    ნანა ძაგნიძე ბუხარაში ლიდერობს!

შემოგვიერდით Facebook-ზე

ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ ?. . . .

სათაური

  • .....
  • .....
  • . . .
  • ........

შემოგვიერთდით

2026 © Copyright საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ყველა უფლება დაცულია.