ბაადურ ჯობავა ატირაუს საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია!

ბაადურ ჯობავა ატირაუს საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია!
ქართველმა დიდოსტატმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუში გამართულ ღია საერთაშორისო ტურნირზე 9-იდან 6,5 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა!
პირველი ორი ადგილი 7-7 ქულით ემინ ოჰანიანმა (სომხეთი) და ძიან ჰაოჩენმა (ჩინეთი) გაინაწილეს.
ტურნირში 19 ქვეყნის 109 მოჭადრაკე მონაწილეობდა, საპრიზო ფონდი კი 75 500 დოლარს შეადგენდა.