ახალი სასწავლო მეთოდიკის ‘საფეხურების’ დანერგვის რეგიონული კონფერენცია ქუთაისში

2024 წლის ნოემბერში ბათუმში ჩატარდა ‘საფეხურების’ წარდგენა, რომელსაც დაესწრო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ყველა წამყვანი მწვრთნელი. ამჟამად, დაიწყო პროექტის პირველი ეტაპი – მეთოდიკის დანერგვა ქვეყნის ყველა რეგიონში.
26 – 27 აპრილს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალი სასწავლო მეთოდიკის ‘საფეხურების’ დანერგვის რეგიონული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის წარმომადგენელი მწვრთნელები შემდეგი ქალაქებიდან: ქუთაისი, საჩხერე, ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ამბროლაური და ცაგერი. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილე მწვრთნელებს გადაეცათ ხარისხის სერთიფიკატები.