საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

5 – 10 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ჩემპიონატი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. თითოეულ პარტიაზე მონაწილეს ეძლევა 25 წუთი + 10 წამი თითო სვლაზე. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამისი ასაკის რეგიონულ ჩემპიონატებზე გამარჯვებულ მოჭადრაკეებს. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 ნოემბერი, 18:00.