საქართველოს ქალთა 83-ე და საქართველოს ვაჟთა 85-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა

23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით თბილისის საჭადრაკო აკადემია “ოლიმპიურ ჩემპიონში” (ილია ვეკუას 16ა) იმართება საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატის და საქართველოს ვაჟთა 85-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირები. ღონისძიება ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ტურნირებში გათამაშდება 2026 წლის საქართველოს ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის საგზურები.