FIDE Grand Swiss Tournament

3 – 16 სექტემბერს უზბეკეთში იმართება ვაჟთა და ქალთა უძლიერესი საერთაშორისო ტურნირი “FIDE Grand Swiss Tournament”. ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 625 000, ხოლო ქალთა ტურნირის კი 230 000 აშშ დოლარს. მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ტურნირში ასპარეზობენ: ბაადურ ჯობავა, მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი.