ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი

5 – 29 ივლისს ბათუმში იმართება ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 46 ქვეყნის 107 უძლიერესი ქალი. მათ შორის 7 ქართველი: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე.