ევროპის სენიორთა ჩემპიონატი

24 ოქტომბრიდან იტალიაში იმართება ევროპის სენიორთა ჩემპიონატი 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 180-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 3 ქართველი დიდოსტატი: ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ სტურუა და მიხეილ კეკელიძე.