ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები

3 მაისს სასტუმრო ბილთმორში გაიმართება ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 1 ტურის დასაწყისი – 14:00. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
– ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM) მქონე მოჭადრაკეებს;
– 2025 წლის 8 – 20 წლამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს;
– 2026 წლის 14, 16, 18 და 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონებს სტანდარტულ ჭადრაკში.
– 2026 წლის საქართველოს ჩემპიონებს სენიორთა შორის.
– 20 წლამდე ასაკის (2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები) ჭაბუკთა და გოგონათა შორის, 2026 წლის 1 მაისის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ყველაზე მაღალი ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 3 მოჭადრაკეს;
– 1 მაისის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგით თავიანთ ასაკებში მსოფლიო ტოპ ასეულში მყოფ 8 – 12 წლის მოჭადრაკეებს.