ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი

5 – 16 აგვისტოს მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში ევროპის 20-წლამდელ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი იმართება.
საქართველოს სახელით ევროპის პირველობაზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები – ლუკა კილაძე და ლულუ დიასამიძე ასპარეზობენ.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველი 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე, პირველივე სვლიდანვე 30-წამიასდამატებით.