საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2026“ ბათუმში დასრულდა!

14–21 აგვისტოს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს „შავი ზღვის დელფინი 2026“ უმასპინძლა.
ფესტივალი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ტურნირი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა:
A – 20 წლამდე – ღია სარეიტინგო კატეგორია
B -12 წლამდე
C -10 წლამდე
D – 8 წლამდე
თითოეულ კატეგორიაში მონაწილეებმა ფიდეს წესების შესაბამისად, შვეიცარული სისტემით, 7 ტური ითამაშეს. დროის კონტროლი შეადგენდა 60 წუთს პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30-წამიანი დამატებით. 20 წლამდე კატეგორიაში გათვალისწინებული იყო ფიდეს რეიტინგი.