საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

Main Menu

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • ფედერაცია
    • რეგიონები
    • მსაჯები
    • ისტორია
      • ანდრია დადიანი
      • პაოლო იაშვილი
      • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
      • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
      • მნიშვნელოვანი თარიღები
  • ტურნირები
    • კალენდარი
    • საერთაშორისო ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
      • რეიტინგები
      • სიახლეები
      • ტურნირები 2021წ.
      • ტურნირები 2022წ.
      • ტურნირები 2023წ.
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
    • რეგიონებში ჩაწერილი ChessBase26
  • ლიცენზირებული მწვრთნელი
    • A1 – ურეიტინგო
    • A2 – რეიტინგი < 1450
    • A3 – რეიტინგი < 1700
    • A4 – რეიტინგი < 2000
    • A5 – რეიტინგი < 2200
    • A6 – რეიტინგი > 2200
  • აკრედიტირებული სასწავლებელი
    • აკრედიტაციის წესი

logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • ფედერაცია
    • რეგიონები
    • მსაჯები
    • ისტორია
      • ანდრია დადიანი
      • პაოლო იაშვილი
      • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
      • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
      • მნიშვნელოვანი თარიღები
  • ტურნირები
    • კალენდარი
    • საერთაშორისო ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
      • რეიტინგები
        • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
        • საქართველოს საუკეთესო ასეულები
      • სიახლეები
      • ტურნირები 2021წ.
      • ტურნირები 2022წ.
      • ტურნირები 2023წ.
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
    • რეგიონებში ჩაწერილი ChessBase26
  • ლიცენზირებული მწვრთნელი
    • A1 – ურეიტინგო
    • A2 – რეიტინგი < 1450
    • A3 – რეიტინგი < 1700
    • A4 – რეიტინგი < 2000
    • A5 – რეიტინგი < 2200
    • A6 – რეიტინგი > 2200
  • აკრედიტირებული სასწავლებელი
    • აკრედიტაციის წესი
  • საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორია

  • საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2026“ ბათუმში დასრულდა!

  • ნინო ბაციაშვილის წარმატება

სიახლე
Home›სიახლე›საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორია

საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორია

By Akaki Iashvili
August 22, 2026
5
0
Share:
ყველაფერი პარიზიდან დაიწყო…
დღეს საჭადრაკო ოლიმპიადა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გუნდური შეჯიბრებაა.
მაგრამ იცით, სად და როდის დაიწყო მისი ისტორია?
პარიზი, 1924 წელი.
იმ წელს საფრანგეთის დედაქალაქი ზაფხულის VIII ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. ოლიმპიური თამაშების პარალელურად კი გაიმართა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო გუნდური ტურნირი, რომელიც დღეს პირველ არაოფიციალურ საჭადრაკო ოლიმპიადად არის ცნობილი.
ტურნირი 12–20 ივლისს ჩატარდა და მასში 18 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. თითოეულ გუნდში მაქსიმუმ ოთხი მოჭადრაკე იყო.
პირველი არაოფიციალური ოლიმპიადის გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული ჩეხოსლოვაკია გახდა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე უნგრეთი გავიდა – 30 ქულით, მესამე კი შვეიცარია იყო – 29 ქულით.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში კი საუკეთესო შედეგი ლატვიელმა ჰერმანის მატისონსმა აჩვენა.
მაგრამ პარიზში იმ დღეებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა…
20 ივლისი, 1924 – ‘FIDE’-ს დაბადება
საჭადრაკო ტურნირის დასასრულს, 20 ივლისს, 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა პარიზში ხელი მოაწერეს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის შექმნის აქტს.
ასე დაიბადა ‘Fédération Internationale des Échecs’ – ‘FIDE’.
მის პირველ პრეზიდენტად ნიდერლანდელი ალექსანდერ რუბი აირჩიეს, ხოლო ფედერაციის ცნობილი დევიზი გახდა:
‘Gens una sumus’ – ‘ჩვენ ერთი ოჯახი ვართ’.
ერთი საუკუნის შემდეგ, ეს სიტყვები კვლავ აერთიანებს მსოფლიოს მოჭადრაკეებს.
თუმცა 1924 წლის პარიზის ტურნირი ჯერ კიდევ არაოფიციალური ოლიმპიადა იყო.
პირველი ოფიციალური საჭადრაკო ოლიმპიადა კი სამი წლის შემდეგ, 1927 წელს, ლონდონში გაიმართა.
იქიდან იწყება უკვე იმ ოლიმპიადების ისტორია, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
1927 წელს FIDE-მ პირველი ოფიციალური საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაატარა. ტურნირში 16 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.
პირველი ოლიმპიური ჩემპიონი უნგრეთის ნაკრები გახდა, რომელმაც გამარჯვებისთვის სპეციალური, მოოქროვილი გარდამავალი თასი – ‘ჰამილტონ რასელის თასი’ მიიღო. მეორეზე დანიის ნაკრები გავდა, ხოლო მესამე ადგილზე ინგლისელი მოჭადრაკეები.
ჰამილტონ რასელის თასი – არის თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადის ღია კატეგორიის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა.
თასი ინგლისელმა მაგნატმა ფრედერიკ ჰამილტონ-რასელმა დააწესა და იგი სწორედ 1927 წლის ლონდონის პირველი ოფიციალური ოლიმპიადისთვის იყო განკუთვნილი.
ეს არის გარდამავალი თასი, საჭადრაკო ოლიმპიადების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული სიმბოლო – გამარჯვებული გუნდი მას მომდევნო ოლიმპიადამდე ინახავს, შემდეგ კი თასი ახალ ჩემპიონს გადაეცემა.
0
Shares
  • 0
  • +
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • LATEST REVIEWS

  • TOP REVIEWS

ქრონოლოგია

  • August 22, 2026

    საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორია

  • August 22, 2026

    საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2026“ ბათუმში დასრულდა!

  • August 21, 2026

    ნინო ბაციაშვილის წარმატება

  • August 20, 2026

    გამგეობის სხდომა

  • August 9, 2026

    ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი

შემოგვიერდით Facebook-ზე

ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ ?. . . .

სათაური

  • .....
  • .....
  • . . .
  • ........

შემოგვიერთდით

2026 © Copyright საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ყველა უფლება დაცულია.