გამგეობის სხდომა

20 აგვისტოს, სასტუმრო ‘ბილტმორში’ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილული ერთ-ერთი საკითხი გახლდათ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნების ჩატარება.
გამგეობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები 2026 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
არჩევნებთან დაკავშირებით ასევე განისაზღვრა პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა, პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 9 სექტემბრის 12:00 საათამდე.
საარჩევნო პროცესი განხორციელდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდების შესაბამისად.