საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
2024 წლის საუკეთესო მწვრთნელები
დასრულდა ქვეყნის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის
საქართველოს ჩემპიონატი 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატები
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა
14 - 27 ნოემბერს იტალიაში იმართება მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატში მონაწილეობს 70-მდე ქვეყნის 703 მოჭადრაკე, მათ შორის 8 ქართველი მოზარდი.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია
დიდი წარმატებით იასპარეზა, ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ინდოეთის კოლკატაში დასრულებულ Tatal Steel Chess’ ტურნირზე! Tatal Steel Chess - ტარდება სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტურნირია, სადაც ასპარეზობა მხოლოდ მოწვეულ ტოპ-მოჭადრაკეებს შეუძლიათ.
7 - 20 ნოემბერს მონტენეგროში იმართება ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ევროს.
პაშა ბანკი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა! პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა პაშა ბანკი საქართველოს სათავო ოფისში. ცერემონიას ესწრებოდნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, პაშა ბანკის გენერალური დირექტორი რამილ იმამოვი
29 ოქტომბერს ბრაზილიაში სტარტი აიღო მსოფლიო ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატში მონაწილეობს 62 ქვეყნის 530-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 8 ქართველი. ღონისძიება დასრულდება 9 ნოემბერს.
24 ოქტომბრიდან იტალიაში იმართება ევროპის სენიორთა ჩემპიონატი 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 180-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 3 ქართველი დიდოსტატი: ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ სტურუა და მიხეილ კეკელიძე.
ტექნიკური შედეგები
2 - 6 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი ს7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
29 ოქტომბერს თბილისის საჭდრაკო აკადემიაში "ოლიმპიური ჩემპიონი" სტარტი აიღო თბილისის ღია ჩემპიონატმა 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და დასრულდება 5 ნოემბერს.
17 - 23 ოქტომბერს თბილისის ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში იმართება ცნობილი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 1200 ლარს.
12 - 13 ოქტომბერს ახალგზარდობის ეროვნულ სასახლეში იმართება ნანა ალექსანდრიას თასი ელვისებურ ჭადრაკში. ღია და ქალთა ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 13 ტურად. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 7300 ლარს. ტურნირში მონაწილეობს 40 მოჭადრაკე.
მწვრთნელის რეგისტრაცია
მწვრთნელის გვერდი
მწვრთნელების სია
მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები
ფიდეს სარეიტინგო სიები
მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
საქართველოს საუკეთესო ასეულები