მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი

14–27 ივნისს იტალია უმასპინძლებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს U14, U16 და U18 ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც გოგონათა, ისე ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით ჩატარდება. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველი 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30-წამიანი დამატება თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.
საქართველოს სახელით ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ:
• ანდრია კვირიაშვილი (2305)
• ნიკოლოზ შამათავა (2272)
• მარიამ ცეცხლაძე (2234)
• ანასტასია კირთაძე (2233)
• გაბრიელ გაბადაძე (2147)
• კესარია მგელაძე (2147)
• ლულუ დიასამიძე (1924)
• თეა რუსიტაშვილი (1917)
• მარიამ კალანდაძე (1892)
• მარიამ გიორგაძე (1851)