მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის

2 – 15 ნოემბერს სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის!
ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში – +50; +65 ჩატარდება. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად იმართება.
მსოფლიო ჩემპიონატში 65 ქვეყნის 387 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას!
საქართველოს სახელით ასპარეზობენ:
ვაჟები:
ზურაბ სტურუა (+65)
მიხეილ კეკელიძე (+50)
ზაზა ხოფერია (+50)
ფრიდონ ყალაგაშვილი (+50)
ქალები:
ნონა გაფრინდაშვილი (+65)
სოფიო ტერელაძე (+50)
ინგა ხურცილავა (+50)
სოფიო ნიკოლაძე (+50)
ვუსურვებთ ჩვენს მოჭადრაკეებს წარმატებულ ასპარეზობას და გამარჯვებებს!