ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი

2 – 13 ნოემბერს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. შეჯიბრება ღია და გოგონათა კატეგორებში, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართება. მოჭადრაკეები ექვს ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ: U8, U10, U12, U14, U16 და U18.
ევროპის ჩემპიონატში 49 ქვეყნის 1250-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოს 25 წარმომადგენელია:
ერეკლე ტაბატაძე, ნიკოლოზ შამათავა, კესარია მგელაძე, ანასტასია კირთაძე, გაბრიელ გაბადაძე, ალექსანდრე ღონღაძე, მარიამ კალანდაძე, ლუკა ქუნთელია, ბარბარე აშოთია, გიორგი ბექაური, მარიამ გვათუა, თეკლა კოღუაშვილი, მარიამ ცეცხლაძე, თეა რუსიტაშვილი, ალექსანდრე აკოფაშვილი, სარა სალთხუციშვილი, მარიამ გიორგაძე, ლილე სვანაძე, ბარბარე შონია, მარიამ რეხვიაშვილი, მართა დოგრაშვილი, დანიელ სხვიტარიძე, მარიამ მიქაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე და ანდრია სარია.
ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდა მოჭადრაკეებს წარმატებულ ასპარეზობას, საინტერესო პარტიებსა და გამარჯვებებს!