![](https://geochess.ge/news/481_fide-world-senior-sicilia-2023.png)
24 ოქტომბერს იტალიაში სტარტი აიღო მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატმა 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 280-მდე მოჭადრაკე. მათ შორისაა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ქალთა ვაჟთა
![](https://geochess.ge/news/478_217_announcement.png)
2023 წლის 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად, ხოლო 7 ოქტომბერს 15:00 საათზე კი მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდებაზე.
რეგისტრაცია მწვრთნელთა გამოცდაზე რეგისტრაცია მსაჯთა გამოცდაზე
![](https://geochess.ge/news/474_fide-wwtc-2023-main1.jpg)
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! 5 - 12 სექტემბერს პოლონეთში გაიმართა მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობდა მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდი. საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია.
![](https://geochess.ge/news/469_328_313_300_press-1-1080x708.jpg)
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის „ნიჭიერთა საჭადრაკო სკოლა“ იწვევს 5 – 6 წლის გოგონებს.
- პირველ ეტაპზე სკოლაში ჩაირიცხებიან 2017, 2018 წელს დაბადებული გოგონები;
- სასწავლო პროცესს თანამედროვე მეთოდოლოგიით გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
- მოსწავლეთა მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
- თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება 4–6 მოსწავლით;
- მეცადინეობა გაიმართება კვირაში 3–ჯერ;ხანგრძლივობა - 90 წუთი;
- რეგისტრაცია იწარმოებს 20 აგვისტოდან – 20 სექტემბრის ჩათვლით;
- მოსწავლეთა ტესტირება გაიმართება 21 – 26 სექტემბერს;
- სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს;
- სწავლის საფასური თვეში – 150 ლარი;
- სასწავლო პროცესი წარიმართება ეტაპობრივი სისტემით; ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად სამ თვეში ერთხელ ჩატარდება ტესტირება;
- სწავლებას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს სკოლის ადმინისტრაცია;
- მისამართი: თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე, ვერის ბაღი, კოსტავას 29.
- საკონტაქტო ინფორმაცია: სოფიო გვეტაძე 555 114-353; დათო კოდუა 593 399-264.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/FTbx5wKa3acScH9y9