ჭადრაკის დედოფლის აკადემიამ ‘საფეხურების’ ბოლო რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

14 – 15 ივნისს ჭადრაკის დედოფლის აკადემიამ ‘საფეხურების’ ბოლო რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობა თბილისელმა და ქვემო ქართლის რეგიონის მწვრთნელებმა მიიღეს. შეხვედრა სრულად მიეძღვნა ინოვაციური სასწავლო მოდელის — „საფეხურების“ — განხილვას, რომელიც თანამედროვე, მრავალდონიანი მიდგომით სისტემურად აახლებს ბავშვთა ჭადრაკის განათლებას. კონფერენციაზე მონაწილეებმა გააანალიზეს პრაქტიკული საკითხები და იმსჯელეს ახალ გზებზე სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.
ონაწილეებს გადაეცათ ხარისხის სერტიფიკატები — მნიშვნელოვანი ეტაპი ლიცენზირების პროცესში, რომელიც მათ „საფეხურების“ მოდელის საფუძველზე მუშაობის უფლებას ანიჭებს.
ღონისძიება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.