ნანა ძაგნიძის წარმატება

დიდი წარმატებით იასპარეზა, ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ინდოეთის კოლკატაში დასრულებულ Tatal Steel Chess’ ტურნირზე!
Tatal Steel Chess – ტარდება სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტურნირია, სადაც ასპარეზობა მხოლოდ მოწვეულ ტოპ-მოჭადრაკეებს შეუძლიათ.
ქალთა შორის მსოფლიოს 10 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
მათ შორის: ალექსანდრა გორიაჩკინა, კატერინა ლაგნო, ალეკსანდრა კოსტენიუკი, ნანა ძაგნიძე, ვალენტინა გუნინა, კონერუ ხამპი, ხარიკა დრონოვალი, დივია დეშმუხი, ვაიაშალი რ, ვანტიკა აგრავალი.
ტურნირი სწრაფ ჭადრაკში შემდეგი დროის კონტროლით გაიმართა: 25წუთს+10 წამი პირველივე სვლიდან.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
- ალექსანდრა გორიაჩკინა(ფიდე;2472) – 7,5 ქულა;
- ნანა ძაგნიძე(საქართველო; 2427) – 5,5 ქულა;
- ვანტიკა აგრავალი(ინდოეთი; 2314) -5 ქულა;
- კატერინა ლაგნო(ფიდე;2436) – 4,5 ქულა;
- ხარიკა დრონოვალი(ინდოეთი;2416) -4,5 ქულა;
- ვალენტინა გუნინა(ფიდე;2384) – 4,5 ქულა;
- დივია დეშმუხი(ინდოეთი;2401) -3,5 ქულა;
- ვაიაშალი რ(ინდოეთი;2359) -3,5 ქულა;
- ალეკსანდრა კოსტენიუკი(შვეიცარია; 2508) – 3,5 ქულა;
10.კონერუ ხამპი (ინდოეთი;2451) -3 ქულა;