მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი

29 ოქტომბერს ბრაზილიაში სტარტი აიღო მსოფლიო ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატში მონაწილეობს 62 ქვეყნის 530-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 8 ქართველი. ღონისძიება დასრულდება 9 ნოემბერს.