ზურაბ სტურუა ევროპის ჩემპიონია სენიორთა შორის!

ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ იტალიის ქალაქ აკვი-ტერმეში გამართულ სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და კარიერაში მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი!
სტურუამ 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის გამარჯვებული ერთპიროვნულად გახდა.
ზურაბ სტურუას ევროპის ჩემპიონობის წლები:
+50 კატეგორია – 2015, 2016, 2019, 2023
+65 კატეგორია – 2024, 2025, 2026
ვულოცავთ ზურაბ სტურუას ამ გამორჩეულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე!