ლილე ქორიძის წარმატება ანდორაში!

ლილე ქორიძემ შესანიშნავად იასპარეზა ანდორაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “42 Open Internacional d’Escacs d’Andorra 2026”.
ტურნირში 33 ქვეყნის 208 მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა.
ლილემ 7 ქულა დააგროვა, საერთო ჩათვლაში II–V ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-4 ადგილი დაიკავა.
ქალთა შორის კი ლილე საუკეთესო იყო და ტურნირის მონაწილე ყველა ქალს გაასწრო ქულათა ჯამით!
ტურნირზე მან ასევე: შეასრულა ვაჟთა საერთაშორისო ოსტატის (IM) ნორმა; შეასრულა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის (WGM) ნორმა;
86 სარეიტინგო ქულა მოიმატა – შედეგი, რომლის მიღწევაც მსგავსი დონის საერთაშორისო ტურნირებში განსაკუთრებით რთულია.
საბოლოო სატურნირო ხუთეული:
ვულოცავთ ლილე ქორიძეს ამ შთამბეჭდავ შედეგს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე