12 ივლისს სოჭში სტარტი აიღო ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშებამ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირში საქართველოდან ვაჟთა შორის იასპარეზებენ ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე და ლევან ფანცულაია. ქალთა შორის კი ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ვაჟთა ქალთა
20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა! ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის, ფიდეს დაარსებიდან 97 წელი გავიდა. მოჭადრაკეებს და ჭადრაკის გულშემატკივრებს ვულოცავთ ჭადრაკის საერთაშორისო დღეს! 20 ივლისს, 16:00 საათიდან ფიდეს ოფისთან (ვერის პარკი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე) იგეგმება ჭადრაკის ერთდროული თამაშის სეანსი და სხვა ღონისძიებები.