საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მაია ჩიბურდანიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი
ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში
ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი
დასრულდა ქვეყნის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის
საქართველოს ჩემპიონატი 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატები
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელები
4 - 15 ოქტომბერს ბათუმში იმართება ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობს ევროპის 40 - მდე ქვეყნის 76 გუნდი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
3 - 16 ოქტომბერს ალბანეთში იმართება მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 83 ქვეყნის 711 მოჭადრაკე, მათ შორის 7 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.
26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართა ევროპის სენიორთა ჩემპიონატი. 65+ მოჭადრაკეთა ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა ზურაბ სტურუამ.
18 - 30 სექტემბერს ყაზახეთში იმართება მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე ასპარეზობს 87 ქვეყნის 850 მოჭადრაკე, მათ შორის 6 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.
28 სექტემბერს 13:00 საათზე თბილისის საჭადრაკო კლუბ "მერანში" იმართება ქალთა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში - ნინო ხურციძის თასი. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 3500 ლარს.
28 - 30 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი როგორც სწრაფ, ასევე ელვისებურ ჭადრაკში ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
22 - 27 სექტემბერს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 1900 და 1500 - მდე რეიტინგ კატეგორიებში. ჩემპიონატის იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 3500 ლარს.
14 სექტემბერს სასტუმრო "ბილთმორში" გაიმართა საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ბანკებს შორის. ტურნირში მონაწილეობდა 7 გუნდი და ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 5 ტურად.
3 - 16 სექტემბერს უზბეკეთში იმართება ვაჟთა და ქალთა უძლიერესი საერთაშორისო ტურნირი “FIDE Grand Swiss Tournament”. ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 625 000, ხოლო ქალთა ტურნირის კი 230 000 აშშ დოლარს.
16 - 23 აგვისტოს კოლუმბიაში იმართება 16 წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა. ტურნირში მონაწილეობს 44 ქვეყნის 85 გუნდი. მათ შორის საქართველოს ნაკრები გუნდი:ლუკა კილაძე, ერეკლე ტაბატაძე, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.
მწვრთნელის რეგისტრაცია
მწვრთნელის გვერდი
მწვრთნელების სია
მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები
ფიდეს სარეიტინგო სიები
მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
საქართველოს საუკეთესო ასეულები