საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მაია ჩიბურდანიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი
ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში
ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი
დასრულდა ქვეყნის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის
საქართველოს ჩემპიონატი 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატები
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელები
სასტუმრო "ბილთმორში" სტარტი აიღო ფედერაციის თასის გათამაშებამ სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის. ტურნირში მონაწილეობენ სახელოვანი ქართველი მოჭადრაკეები, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, წარმატებული ახალგაზრდა მოჭადრაკეები.
ქუთაისში დასრულდა პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ‘მაიას თასი 2025’. შეჯიბრი სამ დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აშშ-ს და ფიდე-ს წარმომადგენელი 340-მდე მოჭადრაკე.
13 - 15 დეკემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის 130-მდე მწვრთნელი.
27 - 30 ნოემბერს კოსოვოში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. სწრაფ ჭადრაკში წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ლევან ფანცულაია. ჩემპიონატის ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მონაწილეობდა 40 მდე ქვეყნის 374 მოჭადრაკე.
23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით თბილისის საჭადრაკო აკადემია "ოლიმპიურ ჩემპიონში" (ილია ვეკუას 16ა) იმართება საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატის და საქართველოს ვაჟთა 85-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირები. ღონისძიება ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
17 - 24 ნოემბერს ესპანეთში იმართება მსოფლიო ქალთა გუნდური ჩემპიონატი. ტურნირში მონაწილეობს 12 ქვეყნის გუნდი. მათ შორის საქართველოს ნაკრები: ბაციაშვილი ნინო, ჯავახიშვილი ლელა, ხოტენაშვილი ბელა, არაბიძე მერი, კირთაძე ანასტასია, მგელაძე კესარია.
9 - 14 ნოემბერს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 2100 და 1700 - მდე რეიტინგ კატეგორიებში. ჩემპიონატის იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 3500 ლარს.
1 - 4 ნოემბერს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
28 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე მონტენეგროში იმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 - 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 48 ქვეყნის 1200-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 23 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
20 ოქტომრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იტალიაში იმართება მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატი +50 და +65 ასაკობრივ კატეგორიებში. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მონაწილეობს 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე
მწვრთნელის რეგისტრაცია
მწვრთნელის გვერდი
მწვრთნელების სია
მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები
ფიდეს სარეიტინგო სიები
მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
საქართველოს საუკეთესო ასეულები