22 მაისს გიბრალტარში სტარტი აიღო ფიდეს ქალთა გრან-პრის დასკვნითი, მე-4 ეტაპის გათამაშებამ. ტურნირში მონაწილეობს 12 მოჭადრაკე, მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე. ტურნირი იმართება წრიული სისტემით 11 ტურად და დასრულდება 2 ივნისს.
ტურნირის ვებგვერდი ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია