საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ მონაწილეს კოვიდ ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა დადებითი პასუხი. დადგენილი წესების თანახმად, თბილისის ჭადრაკის სასახლეში უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს 8 და 12 წლიან ბიჭების და გოგონების ჩემპიონატის გადადების შესახებ.
26 მარტს დასრულდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა დიანა ლომაია (ფოთი). მე-2 ადგილი 7 ქულით დაიკავა საერთაშორისო ოსტატმა ალექსანდრა ვახანიამ (თბილისი). ხოლო მე-3 ადგილი კი 6,5 ქულით საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძეს (თბილისი) ერგო.