ნინო გურიელის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირები

1 – 7 დეკემბერს სასტუმრო ბილტმორში გაიმართება ნინო გურიელის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 44800 ლარს. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
– ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM) მქონე მოჭადრაკეებს;
– 2026 წლის 14 – 20 წლამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს;
– 2026 წლის 14, 16, 18 და 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონებს სტანდარტულ ჭადრაკში.
– 20 წლამდე ასაკის (2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები) ჭაბუკთა და გოგონათა შორის, 2026 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ყველაზე მაღალი ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 2 მოჭადრაკეს. თანაბარი რეიტინგის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა თვის, 1 ოქტომბრის ფიდეს რეიტინგი და ა. შ.;
– 1 ნოემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგით თავიანთ ასაკებში მსოფლიო ტოპ ასეულში მყოფ 8 – 20 წლის მოჭადრაკეებს.
/დებულება/